ინგლისის პრემიერლიგის 30-ე ტური ლონდონური დერბით დაიხურა, რომელშიც „ჩელსიმ“ „ტოტენჰემი“ 1:0 დაამარცხა.
დაძაბული მატჩის ბედი ენცო ფერნანდესმა გადაწყვიტა, რომელმაც 50-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ამის შემდეგ ორი გოლი გავიდა, მაგრამ ორივე გაუქმდა: ჯერ მოისეს კაისედოს თამაშგარის გამო, შემდეგ პაპე მატა სარის ჯარიმის გამო.
„ჩელსი“ 52 ქულით მეოთხე ადგილზე დაბრუნდა, ხოლო „ტოტენჰემს“ მხოლოდ 34 ქულა აქვს და მე-14 ადგილზეა.