მადრიდის „რეალი“ „ვალენსიასთან“ მატჩს ტიბო კურტუას და ანდრეი ლუნინის გამო ხვდება, რის გამოც სავარაუდოდ, „სამეფო კლუბის“ კარს ფრან გონსალესი დაიცავს.
19 წლის მეკარე, რომელიც დებიუტის მოლოდინშია. საქმე ისაა, რომ კურტუა ორ კვირაზე მეტია ტრავმირებულია, ხოლო „სოსიედადთან“ სათასო მატჩში დაზიანება ლუნინმაც მიიღო, რომელიც დაახლოებით ერთი თვე ვერ ითამაშებს. შესაბამისად, „ვალენსიასთან“ მესამე მეკარე, გონსალესი ითამაშებს.
არაა გამორიცხული, რომ ჩემპიონთა ლიგაზე „არსენალის“ წინააღმდეგაც „რეალის“ კარი ახალგაზრდა და გამოუცდელმა მეკარემ დაიცვას, თუმცა, მადრიდში ჯერ კიდევ იმედოვნებენ, რომ „არსენალთან“ შეხვედრისთვის კურტუა გამოჯანმრთელებას მოასწრებს.
შეგახსენებთ, რომ „რეალი“ – „ვალენსიას“ მატჩი 5 აპრილს, თბილისის დროით 18:15 საათზე გაიმართება.