„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ შეაქო თავისი გუნდის ნახევარმცველი ჯეკ გრილიში „ლესტერთან“ ინგლისის პრემიერლიგის 30-ე ტურის მატჩის შემდეგ (2:0). ამ შეხვედრაში მეორე წუთზევე გოლი გრილიშმა გაიტანა.
„ჯეკმა ერთი გოლი გაიტანა და მეტის გატანაც შეეძლო. მან ძალიან კარგად ითამაშა ინგლისის თასის ბოლო შეხვედრაშიც, მისი პროგრესი აშკარაა", - ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.
ახლა „სიტის“ 51 ქულა მოუგროვდა და პრემიერლიგის ცხრილში მეოთხე ადგილზეა. შეგახსენებთ, რომ გვარდიოლამ გრილიში იმ რვა ფეხბურთელის სიაში შეიყვანა, რომლებმაც სეზონის ბოლოს კლუბი უნდა დატოვონ.