ფეხბურთი

10:26 | 3.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

ფლიკმა ესპანეთის თასის ნახევარფინალში „ატლეტიკოსთან“ „ბარსელონას“ გამარჯვებაზე ისაუბრა

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჰანს-დიტერ ფლიკმა ესპანეთის თასის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში „ატლეტიკოსთან’ გამარჯვებაზე (0:1, პირველი მატჩი - 4:4) ისაუბრა. ერთადერთი გოლი 27-ე წუთზე ფერან ტორესმა გაიტანა.

„ძალიან ბედნიერი ვარ. ვამაყობ გუნდით. ჩვენ ფანტასტიკური სამუშაო შევასრულეთ მატჩის ორივე ტაიმში. ვიცით, რომ ფეხბურთში ძალიან სწრაფად იცვლება ყველაფერი და ბედნიერები ვართ ჩვენი პროგერსით, თუმცა „რეალთან“ თავს ფავორიტებად არ ვთვლით“, - ციტირებს ფლიკის სიტყვებს Marca.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის სამეფო თასის ფინალში 26 აპრილს სევილიაში „ბარსელონა“ მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდება.

0.066137