ესპანეთის თასის საპასუხო ნახევარფინალში „ბარსელონამ“ მადრიდში „ატლეტიკო“ დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა.
პირველი მატჩი ბარსელონაში 4:4 დასრულდა, მაგრამ „მეტროპოლიტანოზე“ „ბარსამ“ დიეგო სიმეონეს გუნდი კიდევ ერთხელ დაამარცხა, ამჯერად 1:0. გამარჯვების გოლი 27-ე წუთზე ფერან ტორესმა გაიტანა და შემდეგ მადრიდელებმა გათანაბრება ვეღარ მოახერხეს.
ამრიგად, ესპანეთის თასის ფინალში „ელ კლასიკო“ შედგება: 26 აპრილს, სევილიაში, „ლა კარტუხას“ სტადიონზე „რეალი“ და „ბარსელონა“ ტიტულისთვის შეხვდებიან.