იტალიის თასის პირველი ნახევარფინალური მატჩი საბა გოგლიჩიძის „ემპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „ბოლონიასთან“ 0:3 წააგო და ფინალში გასვლის შანსი პრაქტიკულად დაკარგა.
ნახევარ საათში გადაწყდა ყველაფერი, როცა რიკარდო ორსოლინიმ და ტის დალინგამ ორჯერ დალაშქრეს ტოსკანელთა კარი. მეორე ნახევარში დალინგამ დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
მიუხედავად იმისა, რომ „ემპოლის“ ორი წამყვანი მცველი, მატია ვიტი და არდიან ისმაილი ტრავმირებული ჰყავს, ბოლო დროს საბა გოგლიჩიძეს მთავარი მწვრთნელი აღარ ენდობა, ამჯერადაც არ მოახვედრა ძირითად შემადგენლობაში. საბა თამაშში მხოლოდ 62-ე წუთზე ჩაერთო, როცა მის გუნდს სამივე გოლი უკვე გაშვებული ჰქონდა. ქართველ მცველს მიმდინარე სეზონში სერია A-ში 26 მატჩი აქვს ჩატარებული, ხოლო იტალიის თასზე - ორი.
„ემპოლის“ 8 დეკემბრის შემდეგ საერთოდ არ მოუგია თამაში, თითქმის 4 თვეა... სერია A-ში გასავარდნ ზონაშია, იტალიის თასის ფინალის შანსიც ლამის დაკარგა. „ბოლონიასთან“ საპასუხო მატჩი, რომელიც ფორმალობად იქცა, 24 აპრილს გაიმართება.