„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა რუბენ ამორიმმა გამორიცხა ბრუნო ფერნანდეშის მადრიდის „რეალში“ გადასვლა.
ბოლო დროს გავრცელებული ჭორების შესახებ პორტუგალიელმა სპეციალისტმა მოკლედ აღნიშნა:
„არა, ეს არ მოხდება. ის არ წავა, რადგან მას ეს უკვე ვუთხარი“, - თქვა ამორიმმა „ნოტინგემთან“ მატჩის წინ.
ბრუნო ფერნანდეში „მანჩესტერში“ 2020 წლის იანვრიდან თამაშობს და დღემდე 277 მატჩში 95 გოლის გატანა მოახერხა. მანამდე პორტუგალიელი „სპორტინგის“, „სამპდორიას“, „უდინეზესა“ და „ნოვარას“ ღირსებას იცავდა.