ფეხბურთი

12:26 | 1.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

ფლიკმა დაბლოკა „ლივერპულის“ ვარსკვლავის „ბარსელონაში“ ტრანსფერი

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჰანს-დიტერ ფლიკმა დაბლოკა „ლივერპულის“ გარემარბის ლუის დიასის ტრანსფერი, იუწყება El Nacional.

კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობა დაინტერესებულია 28 წლის კოლუმბიელის შეძენით, მაგრამ ფლიკი თვლის, რომ ფეხბურთელის ასაკი არის მთავარი ფაქტორი, რომელიც გამორიცხავს ტრანსფერს. გერმანელს სურს ფოკუსირება მოახდინოს ახალგაზრდა ფეხბურთელებზე, რომლებსაც შეუძლიათ წვლილი შეიტანონ საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში.

გერმანელი მწვრთნელი „ატლეტიკის“ 22 წლის გარემარბ ნიკო უილიამსს ამჯობინებს. ნიკოს დამატებითი უპირატესობა ლამინ იამალთან და ალექს ბალდესთან მეგობრობაა, რამაც შესაძლოა ბასკს ადაპტაცია გაუადვილოს.

ლუის დიასმა მიმდინარე სეზონში 42 საკლუბო მატჩში 13ბურთი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.064017