ფეხბურთი

11:08 | 1.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუ რონალდუ შესაძლოა ზაფხულში „რეალში“ დაბრუნდეს

„ალ-ნასრის“ ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ შესაძლოა მადრიდის „რეალში“ დაბრუნდეს, იუწყება Sky Sports.

40 წლის პორტუგალიელი განიხილავს „ალ-ნასრთან“ კონტრაქტის არგაგრძელების შესაძლებლობას, რომელიც ამ სეზონის ბოლოს ეწურება. რონალდუს 2025 წელს ახალ საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატში უნდა მიიღოს მონაწილეობა, რომლისთვისაც საუდის არაბეთის კლუბმა კვალიფიკაცია ვერ შეძლო.

ფიფა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის დროს 1-დან 10 ივნისამდე სპეციალურ სატრანსფერო ფანჯარას გახსნის და რონალდუს შესაძლებლობა ექნება გუნდთან ერთტურნირიანი კონტრაქტი გააფორმოს. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდამსხმელით „ინტერ მაიამი“ და „ალ-ჰილალიც“ დაინტერესდნენ.

მიმდინარე სეზონში რონალდუმ კლუბისა და ქვეყნის ნაკრების 40 მატჩში 34 ბურთი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.069303
სარეკლამო ადგილი - 99
X x X