მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელმა კილიან მბაპემ განაცხადა, რომ მისი ოცნება ყოველთვის იყო „სამეფო კლუბში“ თამაში და ახლა სურს, რომ ყველა ტურნირი მოიგოს, რომელშიც ასპარეზობენ.
„ყოველთვის მინდოდა, აქ მეთამაშე, „ბერნაბეუზე“, ამ მაისურით. ხალხი შენს სახელს რომ ყვირის... გოლის გატანა, ბედნიერება, ზიდანის და „გალაქტიკოსის“ ფანი ვიყავი. მსოფლიოს საუკეთესო კლუბია, ისე აურა აქვს, როგორიც სხვა არცერთ კლუბს აქვს.
ჩემმა მშობლებმა ჩემთვის ბევრი გააკეთეს, ისინი ძალიან მნიშვნელოვანი იყვნენ ჩემს გზაზე, რათა მივსულიყავი იქამდე, სადაც ახლა ვარ. ეს ოცნება მიზანი გახდა და ახლა უკვე რეალობა. მინდა მოვიგო ლა ლიგა, ჩემპიონთა ლიგა, ყველაფერი, რისი მოგებაც „რეალში“ შეიძლება. წელს ასევეა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, რომლის მოგება დიდი მიღწევა იქნება, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ოთხ წელიწადში ერთხელ ჩატარდება, ამიტომ მისი მოგება კარგი იქნება“, - თქვა მბაპემ.
შეგახსენებთ, კილიან მბაპემ „რეალის“ მაისურით მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 45 მატჩში 33 გოლი გაიტანა.