საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" ფეხბურთელმა კილიან მბაპემ ესპანურ გამოცემასთან "სამეფო კლუბში" გადასვლის მთავარ მიზეზებზე ისაუბრა, მისი თქმით "რეალის" მაისურით თამაში მისი ოცნება და მთავარი მიზანი იყო.
"მადრიდის "რეალის" გულშემატკივრობა ჯერ კიდევ ზიდანის და გალაქტიკოსის ეპოქიდან დავიწყე, ეს არის მსოფლიოში საუკეთესო კლუბი, რომელსაც აქვს ქარიზმა, რომელიც არცერთ სხვა კლუბს არ გააჩნია".
"ჩემი ოცნება იყო მადრიდის "რეალში" თამაში, რომელიც მოგვიანებით მიზნად იქცა და ახლა რეალობად. ვიცი, რომ დედაჩემი ბევრ მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს ჩემთვის, ისევე როგორც მამაჩემი, ორივემ ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩემს ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში და აქ მოხვედრაში."
"მინდა "რეალთან" ერთად ბევრი ტიტული მოვიგო, როგორც ლა ლიგა ისე ჩემპიონთა ლიგა და ამ კლუბის ისტორიის ნაწილი გავხდე. ვფიქრობ, მე ვარ ის, ვისაც მიმიკის გამომეტყველებით ეტყობა ბედნიერი ვარ თუ არა და ახლა მე ბედნიერი ვარ." - განაცხადა მბაპემ.
შეგახსენებთ, რომ მბაპე "რეალს" 2024 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 44 მატჩში 32 გოლი და 4 საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული.