ფეხბურთი

10:13 | 13.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

დევიდ ბენტლი: "ფეხბურთისგან დავიღალე და ამიტომაც წავედი"

დევიდ ბენტლიმ 29 წლის ასაკში დაასრულა კარიერა. ბენტლი “მირორ”-თან საუბარში აღნიშნავს, რომ ფეხბურთელად ვერ გრძნობდა თავს და ეს ყველაფერი მოსწყინდა. არადა, ერთ დროს ამ ფორვარდის სანაცვლოდ "ტოტენჰემმა" "ბლექბერნს" 15 მილიონი ევრო გადაუხადა.

"სიმართლე გითხრათ, "ბლექბერნში" თამაშის პერიოდშიც უცნაურობას ვგრძნობდი. სიამოვნებას ვერ ვიღებდი. ბოლოს და ბოლოს, მივხვდი, რომ ფეხბურთს რაც გარშემო ახლავს, ის ნერვებს მიშლიდა. არიან ადამიანები, რომლებიც ყიდულობენ და ყიდიან, მათზე კი ბევრია დამოკიდებული. უბრალოდ, მე მხოლოდ თამაშების დღე მიყვარდა, როცა მინდორზე გავდიოდი. ეს ატმოსფერო მიყვარდა. თუმცა წლეულს დავრწმუნდი, რომ ფეხბურთში მომავალი არ მქონდა. გადავბარგდი ესპანეთში, სადაც რესტორნის ბიზნესს დავიწყებ. ამასთან, მინდა, რომ ჩემმა შვილებმა ესპანური ენა ისწავლონ. ბედნიერი ვარ, როცა ვხედავ, რომ ჩემი ცხოვრება ფეხბურთზე არაა დამოკიდებული".

0.135389