ესპანეთის ლიგა ენდესას 25-ე ტურში გიორგი ბეჟანიშვილის „გრანადა“ „ვალენსიასთან“ 68:97 დამარცხდა.
ქართველმა კალათბურთელმა 22 წუთი ითამაშა და ხსენებულ დროში 8 ქულა, 6 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა.
„გრანადა“ 6 მოგებით და 19 წაგებით ბოლოსწინა ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 6 აპრილს, „ტენერიფეს“ დაუპირისპირდება.