„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ ეს სეზონი მისი გუნდისთვის წარუმატებელი იყო, რაც არ უნდა მოხდეს სეზონის დარჩენილ პერიოდში:
„შესანიშნავი იქნებოდა ასოციაციის თასის ფინალში გასვლა, მოგება და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება, მაგრამ სეზონი იმედგამაცრუებელი იყო და ეს არ შეიცვლება. ეს არის რეალობა, რომელიც არ შეიცვლება მხოლოდ იმით, რომ ტიტული მოვიგეთ. ბედნიერი ვიქნებით, ცხადია, გვინდა, თასის მოგება, მაგრამ ეს სეზონი კარგი არ იყო“, - თქვა გვარდიოლამ.
შეგახსენებთ, ინგლისის ასოციაციის თასზე „მანჩესტერ სიტი“ „ბორნმუთს“ დაუპირისპირდება, პრემიერლიგაში მეხუთე ადგილზეა, ინგლისის ლიგის თასი ვერ მოიგო, ხოლო ჩემპიონთა ლიგას 1/16-ფინალში გამოეთიშა.