ფეხბურთი

15:59 | 30.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

დიეგო სიმეონე: "რეალი" დავამარცხეთ, მაგრამ მატჩი ისე დასრულდა, როგორც უეფამ გადაწყვიტა"

მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარმა მწრთნელმა დიეგო სიმეონემ „ესპანიოლთან“ მატჩის (1:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

როგორც მან თქვა, შედეგი სამართლიანი იყო. გარდა ამისა, არგენტინელმა კიდევ ერთხელ გაიხსენა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მადრიდის „რეალთან“ შეხვედრა.

„ფრე სამართლიანი შედეგი იყო, ორივე გუნდს ჰქონდა საგოლე მომენტები. პენალტის დანიშვნა სწორი გადაწყვეტილება იყო. ამ ფრეს მშვიდად მივიღებთ, ვიცით, რომ სეზონი შედგება კარგი, ნორმალური და ცუდი მომენტებისგან. ოთხშაბათს ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს და იმედი მაქვს, რომ ყველაფერს გავიღებთ.

ჩემპიონთა ლიგაზე კარგად გამოვედით, „რეალთან“ საპასუხო მატჩი მოვიგეთ, მაგრამ ისე დასრულდა, როგორც უეფამ გადაწყვიტა. თამაში ჩვენ მოვიგეთ... "ბარსელონასთან" კარგები ვიყავით, მაგრამ 4 გოლი სწრაფად გავუშვით. ძალიან სახიფათო გუნდია, მანამდე ვთქვი, ისინი ლიგაში საუკეთესო ფეხბურთს თამაშობენ", - განაცხადა სიმეონემ.

შეგახსენებთ, „ატლეტიკო“ ლა ლიგაში 57 ქულით მესამე ადგილზეა, ხოლო 2 აპრილს, ესპანეთის თასზე „ბარსელონას“ უმასპინძლებს.

0.113228