ფეხბურთი

15:26 | 30.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნს" იაპონელი მცველიც სეზონის ბოლომდე გამოაკლდა

მიუნხენის „ბაიერნში“ ტრავმების ეპიდემიაა და გერმანულ გრანდს კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა - ჰიროკი იტო.

იაპონელი მცველი მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს. ეს სერიოზული დანაკლისია იმის გათვალისწინებით, რომ „რეკორდმაისტერს“ დაიო უპამეკანო და ალფონსო დევისიც ჰყავს დაშავებული.

მიმდინარე სეზონში ჰიროკი იტომ ყველა ტურნირზე 8 მატჩი ჩაატარა და 1 გოლის გატანა შეძლო.

0.12164