„ლაიფციგიდან“ მთავარი მწვრთნელი მარკო როზე დაითხოვეს. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
„გლადბახთან“ წაგების (0:1) შემდეგ გამოცდილ სპეციალისტს კარისკენ მიუთითეს. ჯერჯერობით, უცნობია, ვინ შეცვლის მას.
„ლაიფციგი“ ბუნდესლიგაში 42 ქულით მხოლოდ მეექვსე ადგილზეა, წარუმატებლად გამოვიდა ჩემპიონთა ლიგაზეც, სადაც ფაზის ეტაპი ვერ გადალახა.
მარკო როზე „ლაიფციგს“ 2022 წლიდან ავარჯიშებდა და გუნდს თითოჯერ მოაგებინა გერმანიის თასი და გერმანიის სუპერთასი.