კალათბურთი

14:00 | 30.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო მამუკელაშვილის 6 ქულა "ბოსტონთან"

NBA-ში სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიომ“ „ბოსტონ სელტიკსს“ უმასპინძლა და 111:121 დამარცხდა.

ქართველ კალათბურთელს თამაშის შესაძლებლობა 16 წუთის განმავლობაში მიეცა, თავის გუნდს კი, 6 ქულა, 2 მოხსნა და 1 დაფარება შესძინა. სანდრომ 3-დან 1 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.

მოედანზე საუკეთესო ჯეისონ ტეიტუმი იყო, რომელსაც ცოტა დააკლდა სამმაგ დუბლამდე: 29 ქულა, 10 მოხსნა და 8 პასი.

„სან ანტონიო“ დასავლეთ კონფერენციაში 31 მოგებით და 42 წაგებით მე-13 ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი, 31 მარტს, „გოლდენ სტეიტთან“ გამართავს.

0.118634