NBA-ში გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ „საკრამენტო კინგსი“ პრობლემების გარეშე, 121:91 დაამარცხა.
მასპინძლებმა უპირატესობა პირველივე პერიოდში მოიპოვეს, როცა 38:21 დაწინაურდნენ და საქმის ბოლომდე მიყვანა არ გასჭირვებიათ.
გოგა ბითაძეს თავის გამოსაჩენად ამჯერად 18 წუთი მიეცა და ეს შანსი, ქართველმა კალათბურთელმა ნაყოფიერად გამოიყენა - ორმაგი დუბლი შეასრულა. გოგამ 12 ქულა, 10 მოხსნა, 5 პასი 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 9-დან 5 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 1 სამქულიანი ააცილა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე პაოლო ბანკერო იყო 24 ქულით, 6 მოხსნით და 6 პასით, ფრანც ვაგნერმა კი, 21 ქულა დააგროვა. „საკრამენტოს“ დემარ დეროზანმა 21 ქულით და 4 მოხსნით ულიდერა.
„ორლანდო მეჯიქი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 36 მოგებით და 39 წაგებით მეშვიდე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი, 1 აპირლს, საკუთარ მოედანზე „კლიპერსთან“ გამართავს.