ფეხბურთი

11:05 | 30.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

32 წლის შემდეგ: პსჟ-მ "მილანის" რეკორდი გაიმეორა

„პარი სენ-ჟერმენმა“ „მილანის“ რეკორდი გაიმეორა. საქმე ეხება ტოპ ხუთ ლიგებში სტუმრად დაუმარცხებელ სერიას.

პსჟ-ს ლიგა 1-ში უკვე ზედიზედ 38 გასვლითი მატჩი არ წაუგია (30 მოგება, 8 ფრე). მსგავსი შედეგი 1991 წლიდან 1993 წლამდე სერია A-ში „მილანს“ ჰქონდა, რომელმაც სტუმრად ასევე ზედიზედ 38 თამაში ჩაატარა მარცხის გარეშე.

პსჟ ლიგა 1-ში გასვლაზე ბოლოს 2023 წლის 11 თებერვალს დამარცხდა - „მონაკოსთან“ (1:3). მას შემდეგ ორ წელზე მეტი გავიდა...

აღსანიშნავია, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ ლიგა 1-ში მიმდინარე სეზონში 27 ტურის შემდეგ დაუმარცხებელია, სტუმრადაც და საკუთარ მოედანზეც. საერთოდაც, მას შემდეგ, რაც პარიზულ გუნდს ლუის ენრიკე ავარჯიშებს, პსჟ ლიგა 1-ში მხოლოდ ორჯერ დამარცხდა „ნიცასთან“ (2:3, 15 სექტემბერი, 2023) და „ტულუზთან“ (1:3, 12 მაისი, 2024), თუმცა ეს ორივე მატჩი პარიზში გაიმართა.

შეგახსენებთ, „პარი სენ-ჟერმენი“ საფრანგეთის ჩემპიონატს 21-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს და მომდევნო ტურში, როცა 5 აპრილს, „ანჟერს“ უმასპინძლებს, ჩემპიონობას სეზონის დასრულებამდე 6 ტურით ადრე გაიფორმებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.066067
სარეკლამო ადგილი - 99
X x X