ფეხბურთი

2:06 | 30.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

"მონაკომ" მოიგო: პსჟ-ს და კვარაცხელიას ჩემპიონობა მომდევნო ტურისთვის გადაიდო

„პარი სენ-ჟერმენი“ შეიძლებოდა 27-ე ტურში ჩემპიონი გამხდარიყო: თვითონ მოიგო „სენტ ეტიენთან“ (6:1), „მარსელი“ „რეიმსთან“ დამარცხდა, დარჩენილი იყო „მონაკო“ – „ნიცას“ შეხვედრა, რომელიც ფრედ თუ დასრულდებოდა, პსჟ გაჩემპიონდებოდა.

თუმცა, „მონაკომ“ 2:1 მოიგო და პარიზელთა ჩემპიონობა მომდევნო ტურისთვის გადაიდო. „ნიცა“ ჟერემი ბოგას გოლით იგებდა, მაგრამ მეორე ტაიმში მიკა ბიერეთმა და ბრილ ემბოლომ მონეგასკებს მოაგებინეს.

შედეგად, სეზონის დასრულებამდე 7 ტურით ადრე პსჟ „მონაკოს“ 21 ქულით უსწრებს, „მარსელს“ – 22 ქულით. ეს უკანასკნელი პარიზულ კლუბს უკვე ვეღარ დაეწევა, მხოლოდ "მონაკოს" აქვს თეორიული შანსი, თუ შეიძლება ამას შანსი ეწოდოს და ზოგადად, ამ თემაზე სერიოზულად საუბარი...

მომდევნო ტურში, 5 აპრილს, პსჟ „ანჟერს“ უმასპინძლებს და ცხადია, რომ ჩემპიონის ტიტულს გაიფორმებს, რომელიც მისთვის ისტორიაში მე-13 იქნება. ამრიგად, ხვიჩა კვარაცხელია კარიერაში მეორე დიდ ტიტულს მოიგებს: იტალიის შემდეგ საფრანგეთის ჩემპიონიც გახდება, ეს მომდევნო ტურში გარდაუვალია.

0.064659