კალათბურთი

1:44 | 30.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინს ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა, "ტენერიფემ" ისევ მოიგო

ესპანეთის ლიგა ენდესას 25-ე ტურში გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ სტუმრად „სარაგოსა“ დაძაბულ ბრძოლაში 93:89 დაამარცხა.

შერმადინმა 31 წუთი ითამაშა, ხსენებულ დროში კი, 16 ქულა, 9 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 8-დან 5 ორქულიანი და 6-დან 6 საჯარიმო ჩააგდო.

„ტენერიფე“ 20 მოგებით და 5 წაგებით მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 6 აპრილს, „გრანადას“ უმასპინძლებს.

ბექა ბურჯანაძის „ლეიმა კორუნია“ შინ „ჟირონასთან“ 89:99 დამარცხდა. ბექა ბურჯანაძე 11 წუთი ითამაშა, თუმცა მატჩი უქულოდ დაასრულა, 2-2 მოხსნა-პასით გამოირჩა. „ლეიმა კორუნია“ 5 მოგებით და 20 წაგებით ბოლო ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას 6 აპრილს, სტუმრად „უნიკახასთან“ გამართავს.

0.083264