ფეხბურთი

0:10 | 30.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

ანზორ მექვაბიშვილის გოლი რუმინეთის ჩემპიონატში (+VIDEO)

რუმინეთის ჩემპიონატში ანზორ მექვაბიშვილმა ზედიზედ მეორედ გაიტანა. „კრაიოვას“ ნახევარმცველმა ბუქარესტის „რაპიდთან“ საგარეო შეხვედრაში შეძლო თავის გამოჩენა.

ქართველმა ფეხბურთელმა მე-18 წუთზე მოახერხა ანგარიშის გახსნა. ის მოედანზე 78-ე წუთამდე იყო, ხოლო „კრაიოვამ“ გამარჯვების გოლი 94-ე წუთზე გაიტანა და 2:1 მოიგო.

23 წლის ნახევარმცველს რუმინეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 21 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი.

„კრაიოვა“ საჩემპიონო ჯგუფს 32 ქულით ლიდერობს, მომდევნო ტურში კი, 7 აპრილს, სტუმრად „კლუჟს“ დაუპირისპირდება.

0.117909