ლატვიის ჩემპიონატის მეოთხე ტურში რფს-მა საკუთარ მოედანზე „ლიეპაია“ 4:1 დაამარცხა, ერთი გოლი ლაშა ოდიშარიას აქტივშია.
ქართველი ფეხბურთელი მოედანზე 46-ე წუთზე გამოჩნდა, როცა მისი გუნდი 0:1 მარცხდებოდა. ლაშამ ძალიან კარგად ითამაშა, ჯერ საგოლე პასი მიითვალა, ხოლო 88-ე წუთზე თავადაც გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ოდიშარიას მიმდინარე სეზონში ჩატარებულ ოთხ მატჩში თითო გოლი და საგოლე პასი აქვს აქტივში.
რფს 12 ქულით პირველ ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 4 აპრილს, „მეტას“ სტუმრად დაუპირისპირდება.