ფეხბურთი

19:10 | 29.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კაკაბაძის გოლი პოლონეთის ჩემპიონატში (+VIDEO)

პოლონეთის ექსტრაკლასას 26-ე ტურში „კრაკოვიამ“ „პუშჩა“ 3:1 დაამარცხა, ხოლო ოთარ კაკაბაძემ გოლი გაიტანა.

ქართველი მცველი მოედანზე შეუცვლელად იყო და 44-ე წუთზე შეტევაში კარგად ჩაერთო, რომელიც გოლით დაასრულა და ანგარიში გაათანაბრა (1:1). საბოლოოდ, მისმა გუნდმა გაიმარჯვა.

კაკაბაძემ მიმდინარე სეზონში მეორე გოლი გაიტანა, აღსანიშნავია, რომ პირველ წრეშიც „პუშჩა“ დაამწუხრა.

„კრაკოვია“ 41 ქულით მეექვსე ადგილზეა და მომდევნო ტურში 4 აპრილს, „სტალს“ ესტუმრება.

0.120563