„პარი სენ-ჟერმენი“ საფრანგეთის ჩემპიონი შესაძლოა დღეს გახდეს, მართალია, საკუთარ თავზე დამოკიდებული არაა, მაგრამ შესაძლებელია, რომ ტიტული დღესვე გაიფორმოს.
პსჟ „მარსელს“ 19 ქულით უსწრებს და „სენტ ეტიენს“ თუ დაამარცხებს, დღესვე ჩემპიონობისთვის მხოლოდ ეს არ ეყოფა, საჭიროა, კიდევ ორ მატჩში მისთვის მისაღები შედეგები დაფიქსირდეს.
რა შემთხვევაში გაიფორმებს პსჟ დღეს ჩემპიონობას?
თუ პსჟ „სენტ ეტიენს“ მოუგებს, „მარსელი“ „რეიმსთან“ დამარცხდება, ხოლო „მონაკოსა“ და „ნიცას“ დაპირისპირება ფრედ დასრულდება.
ნებისმიერ შემთხვევაში, რაც უნდა მოხდეს, ფაქტია, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ საფრანგეთის ჩემპიონი გახდება, ეს უბრალოდ დროის საკითხია, მაგრამ ის ფაქტი, რომ ლუის ენრიკეს გუნდს მარტში შეუძლია ჩემპიონობის გაფორმება, თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ ლიგა 1-ში აბსოლუტურად უკონკურენტოა.