ფეხბურთი

11:00 | 29.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ბრაზილიის ნაკრებიდან მწვრთნელი გაათავისუფლეს

ბრაზილიის ნაკრებიდან მთავარი მწვრთნელი დორივალ ჟუნიორი გაათავისუფლეს. ინფორმაცია ამჯერად ოფიციალურად დადასტურდა.

ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციამ 62 წლის სპეციალისტს მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა. ისინი ახლა, ახალი მწვრთნელის ძებნას დაიწყებენ.

ბრაზილიის ნაკრებმა ბოლო მატჩი არგენტინასთან 1:4 წააგო, ჟუნიორის დათხოვნის ბოლო მოტივი აღმოჩნდა.

დორივალ ჟუნიორი ბრაზილიის ნაკრებს სათავეში 14 თვის წინ ჩაუდგა და მას შემდეგ „სელესაომ“ მისი ხელმძღვანელობით 16 მატჩიდან 7 მოიგო, 7-ჯერ ფრეს დასჯერდა და ორჯერ დამარცხდა. ბრაზილია მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში 21 ქულით მეოთხე ადგილზეა.

ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელის პოსტზე ამ ეტაპზე ყველაზე ხშირად კარლო ანჩელოტის, ჟორჟე ჟეზუშისა და აბელ ფერეირას ვარიანტებს ასახელებენ.

0.061357