კალათბურთი

1:11 | 29.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას შედეგიანი თამაში და "ვირტუსის" გამარჯვება ევროლიგაში

ევროლიგაში „ვირტუს ბოლონიამ“ წარუმატებელი სერია როგორც იქნა შეწყვიტა და 32-ე ტურში ბერლინში, „ალბა“ 108:64 გაანადგურა.

ეს ბევრი არაფრის მთქმელი შედეგია, რადგან ერთადერთი გუნდი, რომელსაც „ვირტუსი“ უსწრებს, სწორედ „ალბაა“.

თორნიკე შენგელიას ისევ კარგი თამაში ჰქონდა, არასრულ 24 წუთში 15 ქულა, 3 მოხსნა, 5 პასი, 1 დაფარება და 3 ჩაჭრა დააგროვა. ქართველმა კალათბურთელმა 7-დან 6 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი კი არ უსვრია.

შედეგიანობით შენგელია მხოლოდ თანაგუნდელ აკილე პოლონარას ჩამორჩა, რომელმაც 16 ქულა მიითვალა.

„ვირტუს ბოლონია“ 8 მოგებით და 24 წაგებით ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 4 აპრილს, „ოლიმპიას“ უმასპინძლებს.

0.111763