უზბეკეთის პრემიერლიგის მესამე ტურში „კიზილკუმი“ ოკმკ-სთან 1:3 დამარცხდა, ორი გოლი კი, ქართველების აქტივშია.
მე-40 წუთზე პენალტით ელგუჯა ლობჯანიძემ გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 51-ე წუთზე გიორგი პაპავამ ახლო მანძილიდან დალაშქრა მეტოქის კარი და ოკმკ ისევ დააწინაურა. საბოლოოდ, პაპავას გუნდმა 3:1 მოიგო.
გიორგი პაპავამ მესამე მატჩში პირველად გაიტანა, ხოლო ლობჯანიძის აქტივში 3 შეხვედრა და 2 გოლია.
ოკმკ 9 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს უზბეკეთის ჩემპიონატს, ხოლო „კიზილკუმი“ 3 ქულით მე-10 ადგილზეა.