საქართველოს ეროვნული ლიგა სანაკრებო პაუზის შემდეგ განახლდა და მეხუთე ტურის სამი მატჩი გაიმართა.
„დინამო თბილისმა“ „გარეჯი“ საკუთარ მოედანზე ოთარ აფციაურის გოლით დაამარცხა, რომელმაც სადებიუტო გოლი გაიტანა. „დინამო თბილისს“ ოთხ მატჩში 8 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა, ხოლო „გარეჯი“ 4 ქულით მერვე საფეხურზეა.
უგოლოდ დასრულდა „სამგურალისა“ და „იბერიას“ შეხვედრა. ეს მოქმედი ჩემპიონის ზედიზედ მეორე ფრე იყო, რომელიც 11 ქულით ლიდერია, ხოლო „სამგურალს“ 7 ქულა აქვს და მესამეა.
„კოლხეთი“ დიდი ხნის შემდეგ ფოთში, მშობლიურ არენაზე დაბრუნდა, თუმცა წარუმატებლად, რადგან „გაგრასთან“ 0:2 დამარცხდა. სტუმრებმა მეორე ტაიმში გაიტანეს გოლები, ჯერ დავით გოცირიძემ და შემდეგ პედრო ბორჟესმა. „კოლხეთს“ ერთადერთი ქულა აქვს და ბოლო ადგილზეა, ხოლო „გაგრამ“ 4 ქულას მოუყარა თავი და მეშვიდე პოზიციას იკავებს.
„დინამო თბილისი“ – „გარეჯი“ 1:0 (1:0)
გოლი: 1:0 აფციაური (15)
„კოლხეთი“ – „გაგრა“ 0:2 (0:0)
გოლები: 0:1 გოცირიძე (54), 0:2 ბორჟესი (78)
„სამგურალი - „იბერია“ 0:0 (0:0)