არგენტინის ნაკრებისა და „ინტერის“ თავდამსხმელმა ლაუტარო მარტინესმა თავდამსხმელებზე ისაუბრა და დაასახელა თითო თვისება, რასაც მათგან გადაიღებდა, მოიპარავდა.
ლაუტარომ აღნიშნა, რომ ხვიჩა კვარაცხელიასგან სისწრაფეში ერთი-ერთზე თამაშის უნარს მოიპარავდა:
„სისწრაფეს მბაპესგან მოვიპარავდი, ჰოლანდისგან ფიზიკურ ძალას, თავით თამაშს კეინისგან, კავანისგან ერთი-ერთზე თამაშის თვისებას, ვინისიუსიგან დრიბლინგს, მესისგან ყველაფერს!
კვარაცხელიასგან სისწრაფეში ერთი-ერთზე თამაშის უნარს, ის ამაში ძალიან ძლიერია. ხულიან ალვარესიდან მენტალიტეტს, ტურამიდან ღიმილს, სუარესისგან ფიზიკურ ძალას და გოლების გატანის უნარს“, - თქვა არგენტინელმა ფეხბურთელმა.
შეგახსენებთ, რომ ლაუტარო მარტინესმა კარიერა „რასინგში“ დაიწყო, ხოლო 2018 წლიდან დღემდე „ინტერის“ ღირსებას იცავს. სწორედ იტალიური კლუბის მაისურით არაერთხელ უთამაშია ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ.