„ბარსელონას“ ფეხბურთელმა გავიმ პამპლონას „ოსასუნასთან“ მატჩში (3:0) პირველად მოირგო კლუბის კაპიტნის სამკლაური.
მან მადლობა პედრის გადაუხადა და აღნიშნა, რომ ძალიან ბედნიერია:
„ვამაყობ, ჩემთვის ოცნების ახდენაა „ბარსელონას“ კაპიტნობა. ბავშვობიდან „ბარსელონას“ გულშემატკივარი ვარ, რადგან ყოველთვის აქ ვიყავი. ძალიან ბედნიერი ვარ და ამიტომაც, მადლობა პედრის“, - აღნიშნა გავიმ.
შეგახსენებთ, რომ გავი „ბარსელონას“ მთავარ გუნდში 2021 წელს დააწინაურეს და მას შემდეგ 138 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა.