ფეხბურთი

19:40 | 28.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

ადრიან მუტუ: "რომ არა კოკაინი, ოქროს ბურთის მოგება შემეძლო"

ვეტერანმა რუმინელმა ფეხბურთელმა ადრიან მუტუმ განაცხადა, რომ რომ არა კოკაინის მოხმარება, შეეძლო ოქროს ბურთიც მოეგო.

მუტუ 20-ზე მეტი ხნის შემდეგ ძალიან ნანობს, რაც მის ცხოვრებაში მოხდა.

"ჩელსიში“ ყოფნისას კოკაინის გამოყენება იყო ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება, რაც შემეძლო მიმეღო ჩემს კარიერაში. მარტოსული და მოწყენილი ვიყავი, მაგრამ არც დეპრესია და არც სხვა არაფერი არ ამართლებს ჩემს ქმედებებს.

დახმარება უნდა მეთხოვა, მაგრამ ეს არ გავაკეთე. თუმცა, ცხოვრებაში ყველაფერზე სწავლობ და ამ გაკვეთილმა მე უკეთესი ადამიანი გამხადა - ბევრად უფრო მოწიფული და თვითშეგნებული. ვამაყობ ამით.

„ჩელსიში“ რომ გადავედი პირად ცხოვრებაში რთულ პერიოდში და აღმოვჩნდი გამართლებებისა და ტყუილის მორევში. ძალიან ახალგაზრდა და ძალიან მარტოსული ვიყავი.

ამაზე ბევრჯერ მიფიქრია. მე მჯერა, რომ ერთზე მეტი სეზონი ვიყავი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთა შორის, ასე რომ, ოქროს ბურთის მოპოვება მარტივად შემეძლო. მაგრამ ცუდი გადაწყვეტილებები მივიღე. „ვცდილობ, ამაზე თავი არ დავიმატო“, - ციტირებს მუტუს სიტყვებს The Telegraph.

შეგახსენებთ, რომ ადრიან მუტუმ არაერთგან ითამაშა, მათ შორის, „ინტერში“, „ვერონაში“, „პარმაში“, „ჩელსიში“, „იუვენტუსში“, „ფიორენტინაში“, ხოლო რუმინეთის ნაკრებში ჩატარებულ 77 მატჩში თავი 35 გოლით გამოიჩინა.

0.064083