„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა „ოსასუნასთან“ მატჩის (3:0) შემდეგ გავისა და პედრის შესახებ ისაუბრა.
მან ორივე ფეხბურთელი შეაქო, მეტიც, ფიქრობს, რომ პედრი ამჟამად მსოფლიოში საუკეთესო ნახევარმცველია:
„ძალიან ვამაყობ გავით, რადგან ეს არ იყო მისთვის ადვილი წელი. მას მძიმე ტრავმა ჰქონდა, შემდეგ დაბრუნდა და სათადარიგო სკამზე იჯდა, მაგრამ ის ყოველთვის ძალიან კონცენტრირებულია. ლა მასიას ფეხბურთელია და ვფიქრობ, ამ კლუბისთვის საოცარი მოთამაშეა.
პედრი? მუდმივად ამბობ, რომ ამჟამად მსოფლიოში საუკეთესო ნახევარმცველია. ფანტასტიკურია, დაუჯერებელი ფეხბურთელია“, - აღნიშნა ფლიკმა.