არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ უპასუხა შეკითხვას, ითამაშებს თუ არა, ლიონელ მესი 2026 წლის მუნდიალზე.
„ვნახოთ რა მოხდება, ჯერ დრო კიდევაა. თამაშიდან თამაშზე უნდა ვიფიქროთ, ლეო თვითონ გადაწყვეტს, როცა მოინდომებს, ამ საკითხით მისი შეწუხება საჭირო არაა“, - აღნიშნა სკალონიმ.
შეგახსენებთ, რომ არგენტინამ მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის უფლება უკვე მოიპოვა და გაისად ტიტულის დაცვას ეცდება.