ფეხბურთი

19:12 | 28.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონა" შჩესნის კონტრაქტის განახლებაზე შეუთანხმდა

„ბარსელონა“ ვოიცეხ შჩესნისთან კონტრაქტის განახლებაზე შეთანხმდა. ესპანურ კლუბში ძალიან კმაყოფილი არიან 34 წლის მეკარის თამაშით.

მხარეები თანამშრომლობას 2026 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივებენ.

შჩესნიმ გასულ ზაფხულს „იუვენტუსის“ დატოვების შემდეგ კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა, მაგრამ მას მერე, რაც „ბარსას“ მარკ-ანდრე ტერ შტეგენი მძიმედ დაუშავდა, თავისუფალ აგენტ შჩესნის სეზონის ბოლომდე კონტრაქტი შესთავაზა, რასაც გამოცდილი მეკარე დათანხმდა და ფეხბურთში დაბრუნდა.

შჩესნი „ბარსას“ კარს ძალიან დამაჯერებლად იცავს, ყველა ტურნირზე მიმდინარე სეზონში 17 მატჩი ჩაატარა.

0.119339