ლევერკუზენის „ბაიერის“ მთავარმა მწვრთნელმა ჩაბი ალონსომ განაცხადა, რომ გადასაწყვეტი არაფერი აქვს, მხოლოდ მიმდინარე სეზონზე ფიქრობს.
„მე არ გამომიცხადებია ჩემი გადაწყვეტილება, რადგან ახლა გადასაწყვეტი არაფერია. განსხვავებული სიტუაციაა, ერთი წლის წინ იყო რაღაც გასაწყვეტი, მაგრამ ახლა არაფერია, ესაა დიდი განსხვავებულა. ჩემი მთელი აქცენტი ამ სეზონზეა გამახვილებული“, - თქვა ესპანელმა.
შეგახსენებთ, რომ ჩაბი ალონსოს აქტიურად მადრიდის „რეალს“ უკავშირებენ, რომლის მიხედვით, მან შეიძლება ესპანური გრანდი ზაფხულში ჩაიბაროს და კარლო ანჩელოტის ადგილი დაიკავოს.