ფეხბურთი

21:30 | 27.03.2025 | ნანახია 306 - ჯერ

"ლევანტეს" მწვრთნელი: "ქოჩორაშვილი კარგად დაბრუნდა, თუმცა დაღლილი"

„ლევანტეს“ მთავარმა მწვრთნელმა ხულიან კალერომ „ალმერიასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ გიორგი ქოჩორაშვილი გუნდს საქართველოს ნაკრებიდან კარგად დაუბრუნდა.

თუმცა, გიორგი დაღლილია და მისი ფიზიკური მდგომარეობა უნდა შეფასდეს:

„ქოჩორაშვილი კარგად დაბრუნდა. ცოტა დაღლილი, ბევრი კილომეტრის და დროის გზაში გატარება მოუწია. მას კარგად ვუფრთხილდებით, მაგრამ ისევ აწუხებს დისკომფორტი, ამიტომ, მისი ფიზიკური მდგომარეობა გუნდის საჭიროებებიდან გამომდინარე უნდა შევაფასოთ, თუმცა მატჩისთვის ხელმისაწვდომია“, - აღნიშნა კალერომ.

გიორგი ქოჩორაშვილს მიმდინარე სეზონში 25 მატჩი აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 6 გოლთან ერთად 4 საგოლე გადაცემაა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.120465