ევროლიგის 31-ე ტურში თორნიკე შენგელიას „ვირტუსი“ ბელგრადში, „ცრვენა ზვეზდასთან“ დიდი ანგარიშთ 52:88 დამარცხდა.
სერბებმა ბოლონიელები ძალიან დაჯაბნეს და ანგარიშიდანაც ჩანს, რომ პარკეტზე ბრძოლა არ ყოფილა.
მძიმე მარცხი მიუხედავად, თორნიკე შენგელია თანაგუნდელთა შორის საუკეთესო იყო. ქართველმა კალათბურთელმა 25 წუთში 13 ქულა, 3 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. შენგელიამ 8-დან 5 ორქულიანი და 5-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 1 სამქულიანი ააცილა.
„ვირტუს ბოლონია“ ევროლიგაში 7 მოგებით და 24 წაგებით ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 28 მარტს, ბოლოადგილოსან „ალბას“ ესტუმრება.