ფეხბურთი

23:40 | 26.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჰანსი ფლიკი: "ბარსელონა" ვართ და არა "რეალი", ამით ვამაყობ"

„ბარსელონა“ „ოსასუნასთან“ გადადებულ მატჩს 27 მარტს გამართავს, ხოლო მომდევნო მატჩამდე დასვენებისთვის 72 საათზე ნაკლები ექნება.

რამდენიმე დღის წინ „რეალის“ მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ თქვა, რომ მისი გუნდი აღარ გავიდოდა სათამაშოდ, თუ მომავალში 72 საათსაც ვერ დაისვენებდნენ მატჩებს შორის. სწორედ ამის შესახებ შეკითხვა ჰანსი ფლიკს დაუსვეს, რომელმაც აღნიშნა:

„ჩვენ „ბარსელონა“ ვართ და არა „რეალი“, ძალიან ვამაყობ, რომ ბარსელონა“ ვართ“, - ასე აარიდა თავი გერმანელმა სპეციალისტმა შეკითხვას.

თუმცა, შემდეგ გრაფიკის გამო უკმაყოფილება მაინც გამოთქვა: „ფეხბურთელები ეროვნული ნაკრებებიდან ბრუნდებიან და ჩვენ ეგრევე უნდა ვითამაშოთ. ამ მატჩის სათამაშოდ იდეალური დრო არ არის“.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.115043
სარეკლამო ადგილი - 99
X x X