დღეს FIFA-მ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის საპრიზო ფონდი ოფიციალურად დაამტკიცა და ის ჯამში 1 მილიარდი დოლარი იქნება.
როგორც ცნობილი ხდება 1 მილიარდი საპრიზო ფონდი ორ ნაწილად არის გაყოფილი: ერთის მხრივ გუნდები თანხას მონაწილეობისთვისაც მიიღებენ და რა თქმა უნდა, სპორტული მიღწევებიდან გამომდინარეც. სპორტული მიღწევებისთვის FIFA-მ 475 მილიონი გამოყო და ჯამში ტურნირის გამარჯვებულს შესაძლებლობა აქვს 125 მილიონი გამოიმუშაოს:
ჯგუფურ ეტაპზე გამარჯვების შემთხვევაში გუნდები 2 მილიონს მიიღებენ.
ფრეზე 1 მილიონს.
ჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში 7.5 მილიონს.
მეოთხედფინალში გასვლისთვის 13.125 მილიონს.
ნახევარფინალში გასვლისთვის 21 მილიონს.
ფინალში გასვლისთვის 30 მილიონს.
ჩემპიონობის შემთხვევაში კიდევ 40 მილიონს.
რაც შეეხება მონაწილეობის მხარეს, გუნდები ამ შემთხვევაში რეიტინგიდან გამომდინარე მიიღებენ თანხებს. 12 ევროპული გუნდი ჯამში 12.81 მილიონიდან 38.19 მილიონამდე მიიღებს, სამხრეთ ამერიკული გუნდები კი, 15.21 მილიონს. ჯამში მონაწილეობისთვის 525 მილიონია გამოყოფილი.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი ახალი ფორმატით წელს პირველად ჩატარდება და მასში მონაწილეობას ჯამში 32 გუნდი მიიღებს. ტურნირი აშშ-ში ჩატარდება, სტარტს 14 ივნისს აიღებს და 13 ივლისს დასრულდება.