ფეხბურთი

16:04 | 26.03.2025 | ნანახია NaN - ჯერ

საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩს ფარერებთან გამართავს

საქართველოს ეროვნული ნაკრები 5 ივნისს ამხანაგურ მატჩს ფარერების ნაკრებთან გამართავს. შეხვედრა თბილისში გაიმართება.

საქართველოს ივნისის ფანჯარაში ოფიციალური თამაშების ჩატარება არ უწევს, მოსალოდნელია, რომ გარდა ამისა, მეორე სპარინგსაც გამართავს, მაგრამ ჯერ მეტოქე უცნობია. აღსანიშნავია, რომ ძალიან ბევრი ძლიერი ევროპული ნაკრები ივნისში ოფიციალურ მატჩებს ჩაატარებს, შესაბამისად, თავისუფალი ბევრი გუნდი არაა.

საქართველოს ფარერებთან ორჯერ უთამაშია, ერო 2008-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე: სტუმრად საქართველომ 6:0 გაიმარჯვა 2006 წელს, ხოლო საკუთარ მოედანზე 2007 წლის მარტში მეტოქეს 3:1 აჯობა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში სექტემბერში ჩაერთვება, როცა 4 სექტემბერს თურქეთს და 7 სექტემბერს ბულგარეთს უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.061006