ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ განაცხადა, რომ მისი აზრით, იტალიის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელები ჯანი რივერა და რობერტო ბაჯო არიან.
მან ასევე ისაუბრა რონალდოზე და დაასახელა განსხვავება რობერტო ბაჯოს, ფრაჩესკო ტოტისა და ალესანდრო დელ პიეროს შორის.
„რივერა საუკეთესო ფეხბურთელია, ვისთან ერთადაც ოდესმე მითამაშია. ჩემი აზრით, ის და ბაჯო იტალიის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელები არიან. ერთად თამაში თუ შეეძლოთ? დიახ. როდესაც „მილანში“ ვიყავი, ბაჯო ვერ ვარჯიშობდა.
ვფიქრობ, რონალდო საუკეთესო იყო, ვინც გამიწვრთნია, მაგრამ ის გუნდიდან გავუშვი, რადგან ჩემპიონატის მოგება მსურდა, რონალდო კი, 94 კილოგრამს იწონიდა. ბაჯო „მილანში“ მხოლოდ ფიზიოთერაპიას გადიოდა, რადგან მუხლის გამო ვარჯიში არ შეეძლო.
ვცდილობდი რონალდოს მართვას, „მილანში“ მე არ გამიშვია ის, უბრალოდ, ბერლუსკონის ყველაფერი ვუთხარი, რაც უნდა მეთქვა, მათ კი, ეგონათ, რომ მართლები ისინი იყვნენ და არა მე. მისი მართვა ძალიან ძნელი იყო, თუმცა ყოველთვის ვამბობ, რომ საუკეთესო იყო, ვისთანაც მიმუშავია. მას და ბაჯოს რაღაც განსხვავებული ჰქონდათ.
ბაჯო, ტოტი და დელ პიერო? განსხვავებული ფეხბურთელები იყვნენ. ბაჯოს დრიბლინგი და თამაშის ხედვა ჰქონდა, გოლების გატანაც შეეძლო. ტოტი შემტევი ნახევარმცველი იყო, რომელიც არ დარბოდა, არც დრიბლინგის უნარები ჰქონდა, მაგრამ მოედნის და თამაშის შესანიშნავი ხედვით გამოირჩეოდა. დელ პიერო, როცა მე „იუვენტუსში“ მივედი, უკვე დაღმავლობას განიცდიდა და ნაკლებად ჰქონდა არსენალში დრიბლინგი, მაგრამ თავის დროზე მას ჰქონდა როგორც დრიბლინგი, ისე დარტყმა და თამაშის ხედვაც“, - აღნიშნა კაპელომ.
შეგახსენებთ, ფაბიო კაპელო რობერტო ბაჯოსთან „მილანში“, ფრანჩესკო ტოტისთან „რომაში“, ალესანდრო დელ პიეროსთან“ „იუვენტუსში“ და რონალდოსთან „რეალში“ მუშაობდა.