საქართველოს ეროვნული ნაკრების ვეტერანი ფეხბურთელი შოთა არველაძე საქართველოს სომხეთთან მოგებულ (6:1) მატჩს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
"ვისურვებ, რომ ეს გამარჯვების მენტალიტეტი და ემოციები არაფერმა შეცვალოს. სავსე დინამო არენა და საფეხბურთო ნაკრების ასეთი თამაში, ჩვენი რეალობის საუკეთესო სანახაობაა. გიოს და კვარას კი ვუსურვებ, რომ ნაკრებში, გოლების რეკორდი წელსვე გააუმჯობესონ და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება." - წერს შოთა არველაძე.
გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი 26 გატანილი გოლით შოთა არველაძეა, გიორგი მიქაუტაძე 20 გოლით მე-2 ადგილზეა, ხოლო კვარაცხელია 18 გოლით მე-3 ადგილზეა.