საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ სომხეთთან მატჩის (6:1) შემდეგ ისაუბრა.
როგორც მან თქვა, ერთ-ერთი საუკეთესო ტაიმი იყო, რომელშიც მას უთამაშია.
„ალბათ, ერთ-ერთი საუკეთესო ტაიმი გვქონდა, რაც გვითამაშია. არ ვიცი, ჩვენ ვითამაშეთ კარგად თუ მეტოქემ ცუდად, ასეთი სიამოვნება ჯერ პირველი ტაიმით არ მიმიღია, ძალიან მაღალი ხარისხის ფეხბურთი ვითამაშეთ შეტევაში.
გოგლიჩიძე უნიჭიერესი ფეხბურთელია, რომელიც ჩვენთვის დიდი დანამატია. სწრაფია, ფიზიკურად ძალიან ძლიერია, ახალგაზრდაა და საქართველოს ნაკრებმა ძალიან მაგარი ცენტრალური მცველი შეიძინა, მასთან თამაშით დიდი სიამოვნება მივიღე, ძალიან დიდი ხანი იქნება საქართველოს ნაკრებში და აუცილებლად მაგარი მცველი იქნება.
თუ ნაკრებს დავჭირდები, აუცილებლად ნაკრებში ვიქნები, არ ვიცი, ეს ხმები საიდან ვრცელდება, არ მინდა, საკუთარ თავზე ბევრი ლაპარაკი, ნაკრებს თუ დავჭირდები, მე მზად ვარ. მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპამდე დიდი დროა და ახლა პროგნოზის გაკეთება არ შეიძლება. დღეს ძალიან მაღალი ხარისხის ფეხბურთი ვითამაშეთ და იმედია, ასე იქნება სექტემბერშიც“, - თქვა კაშიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მომდევნო სეზონში ერთა ლიგაზე ისევ B დივიზიონში ითამაშებს, ხოლო შემდეგი სანაკრებო ფანჯარა ივნისშია, როცა ვილი სანიოლის გუნდი ამხანაგურ მატჩებს ჩაატარებს, თუმცა მეტოქეების ვინაობა მოგვიანებით გაირკვევა.