News

20:59 | 22.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ელიტ-რაუნდში პირველი გამარჯვება მოიპოვა

საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდში, რომელსაც თბილისი მასპინძლობს, ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

პოლონეთთან მძიმე მარცხის (0:3) შემდეგ ლაშა ფირცხალაიშვილის გუნდმა სლოვაკეთს უმასპინძლა, რომელიც 2:0 დაამარცხა.

ანგარიში 67-ე წუთზე თავური დარტყმით გიორგი ნიკოლაიშვილმა გახსნა, ხოლო მატჩის მიწურულს ნიკოლოზ ჩიქოვანმა საჯარიმოში შესანიშნავად ითამაშა და სხვაობა გააორმაგა.

პარალელურად, ამ ჯგუფის მეორე მატჩში მონტენეგრომ „იუვენტუსის“ ფეხბურთელის, ვასილიე აჯიჩის გოლით პოლონეთი 1:0 დაამარცხა.

ბოლო ტურის წინ ჯგუფს მონტენეგრო 4 ქულით ლიდერობს, პოლონეთსა და საქართველოს 3-3 ქულა აქვთ, სლოვაკეთს - 1. ასე რომ, ბოლო ტურში ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

25 მარტს, საქართველო მონტენეგროს შეხვდება, ხოლო პოლონეთი სლოვაკეთს. ევროპის ჩემპიონატის საგზურს ჯგუფის გამარჯვებული მოიპოვებს.

0.06371