ლუკა მოდრიჩის მადრიდის „რეალში“ დარჩენა და კარიერის ესპანურ გრანდში დასრულდება სურს.
ლუკას კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება, თუმცა არ ნერვიულობს და ამბობს, რომ ჯერ სეზონის მიზნებზეა ორიენტირებული:
„არ გვეჩქარება, სეზონი ჯერ კიდევ გრძელია, ბევრი თამაში გვაქვს დარჩენილი, მერე ვნახოთ. ჩემი ოცნება ნათელია, მადრიდის „რეალში“ კარიერის დასრულება“, - აღნიშნა ლეგენდარულმა ხორვატმა.
შეგახსენებთ, რომ ლუკა მოდრიჩი „რეალში“ 2012 წელს „ტოტენჰემიდან“ გადავიდა, მას შემდეგ კი, 579 მატჩში 43 გოლი გაიტანა.