ფეხბურთი

22:13 | 21.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

ფიფამ "ლეონი" მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატიდან გარიცხა

ფიფამ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატიდან მექსიკური კლუბი „ლეონი“ გარიცხა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

„ლეონმა“ ტურნირზე მონაწილეობის უფლება 2023 წელს კონკაკაფის ჩემპიონთა ლიგის მოგების შედეგად მოიპოვა.

თუმცა, აღმოჩნდა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ორ მონაწილეს, „ლეონს“ და „პაჩუკას“ ერთი და იგივე მფლობელი ჰყავთ, რის გამოც ტურნირს „ლეონი“ ჩამოაშორეს.

ჯერჯერობით, უცნობია, ვინ შეცვლის მას მსოფლიოს ჩემპიონატზე, მაგრამ ფიფას განცხადებაში აღნიშნულია, რომ შემცვლელი კლუბის ვინაობა უახლოეს ხანში გამოცხადდება. „ლეონს“ D ჯგუფში „ფლამენგოს“, „ესპერანსეს“ და „ჩელსის“ წინააღმდეგ უნდა ეთამაშა.

შეგახსენებთ, რომ საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატი 2025 წლის ივნისში გაიმართება და მასში 32 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113249