საქართველოს 18-წლამდე ნაკრების მეკარემ, გიორგი ყავლაშვილმა კარიერაში პირველი პროფესიული კონტრაქტი გააფორმა.
ყავლაშვილი, რომელიც „უნიონ სენ-ჟილუას“ აკადემიაში ირიცხებოდა, ბელგიური კლუბის სრულფასოვანი წევრი გახდა და გუნდთან კონტრაქტი 2028 წლამდე გააფორმა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
ყავლაშვილი ბელგიაში გაიზარდა და კარიერაც იქ დაიწყო, სადაც „ვესტერლოს“ და „ანტვერპენის“ ახალგაზრდულ გუნდებში ირიცხებოდა, ხოლო „სენ-ჟილუას“ აკადემიას მიმდინარე სეზონის წინ შეუერთდა. ახლა ის მთავარ გუნდში საბოლოოდ დააწინაურეს, სადაც მიმდინარე სეზონში განაცხადში რამდენჯერმე მოხვდა კიდეც.
„უნიონ სენ-ჟილუა“ ბელგიის ჩემპიონატში 30 ტურის შემდეგ 55 ქულით მესამე ადგილზეა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
stripslashes((strlen('https://youtu.be/sKRuaMw80U8?si=C7DOcbsgfbuop9ue')>0?'https://youtu.be/sKRuaMw80U8?si=C7DOcbsgfbuop9ue':'https://youtu.be/sKRuaMw80U8?si=C7DOcbsgfbuop9ue'))