ფეხბურთი

15:46 | 20.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

ნიდერლანდების ნაკრების მწვრთნელი კუმანი: „ხანდახან საჭიროა „ავტობუსის ჩაყენება" ესპანელების შესაჩერებლად“

ნიდერლანდების ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა ესპანეთის ნაკრებთან უეფას ერთა ლიგის მოახლოებულ მეოთხედფინალურ მატჩზე ისაუბრა. შეხვედრა დღეს, 20 მარტს გაიმართება როტერდამში და თბილისის დროით 23 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

„ესპანელები ბრწყინვალედ თამაშობენ ბურთთან, მათ ჰყავთ შესანიშნავი ნახევარმცველები. გუნდს შეუძლია ძალიან სწრაფად თამაში ლამინ იამალთან და ნიკო უილიამსთან ერთად ფლანგებზე. ხანდახან ესპანელების გასაჩერებლად გიწევს „ავტობუსის ჩაყენება“, მიუხედავად იმისა, რომ არ გინდა ამის გაკეთება. ჩვენ გვსურს ბურთით ვითამაშოთ მათ ნახევარზე და ზეწოლა მოვახდინოთ წინ,“ - ციტირებს კუმანის სიტყვებს უეფას პრესსამსახური.

უეფას ერთა ლიგის ამჟამინდელი გამარჯვებული ესპანეთის ეროვნული გუნდია.

შეგახსენებთ, რომ ამ წყვილის გამარჯვებული საქართველოს ნაკრების მეტოქე გახდება 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში.

0.064037